вторник, 10 сентября 2013 г.

სწორად თუ სწორედ?

       სწორად   და  სწორედ  ზმნიზედებს  საერთო  ფუძე  აქვთ  და  შინაარსითაც  ახლოს  დგანან,  მაგრამ  პირველს  უფრო  მრავალფეროვანი  მნიშვნელობა  აქვს (  პირდაპირ,  მართებულად,  გაუმრუდებლად,  თანაბრად  და  სხვა...),  მეორე  კი  შედარებით  ვიწრო  მნიშვნელობით  გამოიყენება  (ნამდვილად,  მართლაც,  ზუსტად...).

მაგალითები: ბავშვმა  სწორად  გაავლო  საზღვარი  და  დაელოდა  ბურთის  ჩაწოდებას.
                            სწორედ  ახლა  ვაპირებდი  სურათების  გადაღებას.
 

აღნიშნული  სიტყვები  პარონიმებია.

Комментариев нет:

Отправить комментарий