სასარგებლო საგანმანათლებლო ინფორმაციები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის



ბრძანება №04/ნ

2013 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი



,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა  შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის
დამტკიცების  თაობაზე” საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის
№576 ბრძანების (სსმ, 122, 24/10/2005, სარეგისტრაციო კოდი: 270.090.000.22.022.007.808):
1.   პირველი    პუნქტით    დამტკიცებული    ,,საჯარო    სკოლების    მასწავლებელთა    შრომის   ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:



„ინსტრუქცია საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ მუხლი 1. სქემის დახასიათება
საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების  სქემა ითვალისწინებს  მასწავლებლების  ხელფასების და ხელფასებზე დანამატების გაანგარიშების (მინიმალური ზღვარი) პრინციპებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    ა) პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ)  საგანმანათლებლო   დაწესებულებაში  პედაგოგიური,  სამეცნიერო,  შემოქმედებითი  საქმიანობა  (სამუშაო სტაჟი);

    გ) სამუშაოს სპეციფიკა:

გ.ა) სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად;

გ.ბ) კლასკომპლექტი (ორ ან ორზე მეტ გაერთიანებულ კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა);

გ.გ)   არაქართულენოვან   სკოლებში   ქართული   ენისა   და   ლიტერატურის,   საქართველოს   ისტორიისა   და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;

    გ.დ) კლასის დამრიგებლობა;

გ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.

მუხლი 2. პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია

1. შრომის  ანაზღაურების  სქემის  მიხედვით  განსაზღვრულია  პედაგოგთა  განათლებისა  და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური:

    ა) სრული ზოგადი განათლება; 
   ბ) პროფესიული განათლება;
   გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;


დ)  მაგისტრის   აკადემიური  ხარისხი,  აგრეთვე  5-წლიანი  უმაღლესი  განათლების  დიპლომი,  2000  წლის ჩათვლით  მიღებული  4-წლიანი  უმაღლესი  პედაგოგიური  განათლება  და 5-წლიანი  დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი;

ე) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი).

2. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც საბაზო ხელფასზე (,,ა”) გადამრავლებით განსაზღვრავს პედაგოგის ხელფასს ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (,,ბ”) მიხედვით:

ა) საბაზო ხელფასი უტოლდება 305 ლარს;

ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c) სადაც:
Sal(m) =      გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი; Sal(b)=        ერთი თვის საბაზო ხელფასი (305 ლარი);
Ed(c) =        პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;

WS(c) =     პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობისათვის);

WE(c )=      პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;

შენიშვნა:  კლასკომპლექტით  სწავლება  არაქართულენოვან  სკოლებში  ქართული  ენისა  და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებათა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები გამოიანგარიშება ცალკე მინიჭებული კოეფიციენტების საბაზო ხელფასზე გადამრავლებით.  აღნიშნული  დანამატები  არ  არის მოცემული ზემოთ მითითებულ  ფორმულაში, ვინაიდან ისინი  არ  არის  დამოკიდებული  პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე.  აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.

მუხლი 3. სამუშაო სტაჟი

1. პედაგოგთა სამუშაო სტაჟი ითვალისწინებს პედაგოგიურ, სამეცნიერო, შემოქმედებით საქმიანობას საგანმანათლებლო  დაწესებულებაში:  5  წლამდე, 5-დან 10 წლის ჩათვლით და 10 წლის ზემოთ. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი, რომელიც პედაგოგთა განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთს.

2. 5 წლამდე მუშაობის გამოცდილების მქონე პედაგოგთა ხელფასები განსაზღვრულია წინამდებარე ინსტრუქციის 1-ლ დანართში, 5-დან 10 წლამდე მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით მე-3 დანართში.

მუხლი 4. სამუშაოს სპეციფიკა

1.  პედაგოგთა  ხელფასზე  დანამატი  მოსწავლეების  რაოდენობის  მიუხედავად  განისაზღვრება  0.15 კოეფიციენტით.

2. დანამატი, რომლებიც განსაზღვრულია  კლასკომპლექტით სწავლებისათვის, არაქართულენოვან  სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისათვის და კლასის დამრიგებლობისათვის ასევე განისაზღვრება კოეფიციენტებით. დანამატი კლასის დამრიგებლობისათვის მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად განისაზღვრება 0.25 კოეფიციენტით.

3. კლასკომპლექტით, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის   და   საქართველოს   გეოგრაფიის   სწავლებითა   და   კლასის   დამრიგებლობით   განსაზღვრული დანამატები   არ   არის   დამოკიდებული   პედაგოგთა   ცენზზე   და   სამუშაო   გამოცდილებაზე.   აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.


მუხლი 5. ხელფასის გამოთვლა სამუშაო დატვირთვის მიხედვით

1. მასწავლებლის  ხელფასი  გამოითვლება  მისი დატვირთვის  საფუძველზე.  არსებობს  3 ტიპის დატვირთვა: ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი.

2. 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოცემულია სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი. სრული დატვირთვა ნიშნავს 36-საათიან სამუშაო კვირას,  რომლის  შემადგენლობაშიც  შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში.

3. ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებელი კვირაში მუშაობს 36-ზე ნაკლებ სამუშაო საათს, რომელთა შორის საგაკვეთილო საათები 18-ზე ნაკლებია. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება ხელფასი, დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა (მე-4 დანართის მიხედვით) და სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატისა) და საერთო სამუშაო საათების ოდენობა. მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი ხელფასი=სრული დატვირთვის ხელფასი   (დანამატების   ჩათვლით),  შეფარდებული18*10   (საგაკვეთილო   საათების  ოდენობა),  ხოლო  მისი სამუშაო საათების საერთო რაოდენობა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.

4. სრულზე  მეტი  დატვირთვა  აქვს  მასწავლებელს,  რომელიც  სკოლაში  მუშაობს  40 სამუშაო  საათს  და მათ შორის  ატარებს  კვირაში  19 ან  მეტ  საგაკვეთილო  საათს.  19-დან    26 საგაკვეთილო  საათამდე  ჩატარებისას მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე ეძლევა დანამატი ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარის ოდენობით.

5.  სკოლის  დირექტორს,  სკოლის  დირექტორის  მოადგილესა  და  ბუღალტერს,  რომელიც  არის სერტიფიცირებული პედაგოგი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული  დანამატი მიეცემა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

6. მიუხედავად  იმისა, რომ ხელფასი მასწავლებელს  ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებისთვის  (სრული დატვირთვის მასწავლებელს  36-საათიანი სამუშაო კვირისთვის), ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში. თუ სკოლის ადმინისტრაცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, დირექცია უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს არასაგაკვეთილო საათების პერიოდში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.

მუხლი 6. სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი

1. პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას და ასწავლის შესაბამის   საგანს,   სრული   ან  სრულზე  მეტი  დატვირთვის    შემთხვევაში  მიეცემა  პედაგოგთა  ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.

2. სერტიფიცირებულ  პედაგოგს  მიეცემა  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  დანამატი იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია სრული დატვირთვისათვის საჭირო საათების რაოდენობაზე;

ბ) სკოლაში არსებული შესაბამისი საგაკვეთილო საათების სერტიფიცირებული პედაგოგისათვის სრულ ოდენობამდე განაწილების შედეგად დარჩა სრულ განაკვეთზე ნაკლები საგაკვეთილო საათი;

გ) დაწყებითი საფეხურის პედაგოგის დატვირთვა შეადგენს კვირაში 13 საათს;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების პედაგოგი ჩააბარებს სასერტიფიკაციო გამოცდას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ერთ-ერთ საგანში (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), ასწავლის შესაბამის საგანს და მისი დატვირთვა შეადგენს კვირაში 15 და მეტ საგაკვეთილო საათს.

ე) რამდენიმე საგანში სერტიფიცირებული პედაგოგის ჯამური დატვირთვა  შეადგენს  სერტიფიცირებულ საგნებში 18 და მეტ საგაკვეთილო საათს  კვირაში.

   3. სერტიფიცირებულ პედაგოგს, რომელიც წერილობით უარს იტყვის სრულ        დატვირთვაზე, არ მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი.
4. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი და აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი,  ამ  მუხლის  პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ  დანამატთან  ერთად მიეცემა  პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 125 ლარის ოდენობით.

5. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი   და   საქართველოს   განათლებისა   და  მეცნიერების   სამინისტროს   მმართველობის   სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი  წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების  მქონე  მასწავლებელს,  ხელფასი  უნდა  შეევსოს  1000  ლარამდე,  ამ  ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელფასისა და ხელფასზე დანამატის გათვალისწინებით.

მუხლი 7. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პედაგოგის დანამატი

პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტულ ნაწილს, მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.

მუხლი 8. პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების მაგალითი

1. გამოვითვალოთ სრული დატვირთვის მქონე პედაგოგის ხელფასი, რომელსაც გააჩნია:

ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

    ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი; 
    გ) ამოღებულია.
2. ამავდროულად  იგი ასწავლის საქართველოს  ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და დამრიგებლობს 30 მოსწავლეს.

3. მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:

ა) განვიხილოთ  დანართი  №2, სადაც მოცემულია  5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების  მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 408,70 ლარს);

ბ) განვიხილოთ დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულენოვან  სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის     დამრიგებლობით      განსაზღვრული     დანამატები     (ჩვენს     შემთხვევაში     დანამატი     შეადგენს
      30,5+76,25=106,75 ლარს);

გ)  შევკრიბოთ  ამ  პუნქტის  ,,ა”  და ,,ბ”  ქვეპუნქტებში  მიღებული  თანხები  (408,7  +106,75=515,45  ლარი),  ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 515,45 ლარს.

4. აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ  შემთხვევაში  უნდა  დავეყრდნოთ  შესაბამის  დანართებში  მოცემულ  კოეფიციენტებს  და  შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა)    305*1,1+305*1,1*0,15+305*0,5*0,15=408,7 ლარი (დანართი №2);
 ბ)    305*0,1+305*0,25=106,75 ლარი (დანართი №4);
გ)  შევკრიბოთ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 408,7+106,75=515,45 ლარი.

მუხლი 9. გარდამავალი დებულებები


2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში შეადგენს 15-17 საათს.“.
2.  მე-3 პუნქტით  დამტკიცებული  დანართი 1, დანართი 2, დანართი 3 და დანართი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1

5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო გამოცდილება
კოეფიციენტები
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებელი


კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი
რაოდენობა
კოეფიციენტი

0.15
განათლება და კვალიფიკაცია

ლარი
1
სრული ზოგადი განათლება
0.8
289.75
2
პროფესიული განათლება
0.9
324.83
3
ბაკალავრიატი
1.0
359.90
4
მაგისტრატურა
1.1
394.98
5
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული
სამეცნიერო ხარისხი
1.2
430.05
სამუშაო გამოცდილება X


6
X≤ 5 წელი
0.2
-

საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე
305










დანართი №2

5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები




განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო გამოცდილება
კოეფიციენტები
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებელი


კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი
რაოდენობა
კოეფიციენტი

0.15
განათლება და კვალიფიკაცია

ლარი
1
სრული ზოგადი განათლება
0.8
303.48
2
პროფესიული განათლება
0.9
338.55
3
ბაკალავრიატი
1.0
373.63







4
მაგისტრატურა
1.1
408.70
5
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული
სამეცნიერო ხარისხი
1.2
443.78
სამუშაო გამოცდილება  X


6
5 წელი < X ≤10 წელი
0.5
-

საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე
305










დანართი №3

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო გამოცდილება
კოეფიციენტები
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებელი


კლასში მოსწავლეთა ნებისმიერი
რაოდენობა
კოეფიციენტები

0.15
განათლება და კვალიფიკაცია

ლარი
1
სრული ზოგადი განათლება
0.8
308.05
2
პროფესიული განათლება
0.9
343.13
3
ბაკალავრიატი
1
378.20
4
მაგისტრატურა
1.1
413.28
5
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული
სამეცნიერო ხარისხი
1.2
448.35
სამუშაო გამოცდილება  X


6
X > 10წელი
0.6
-

საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1 თვე
305





დანართი №4


დანამატები პედაგოგთა ხელფასებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე (სრული დატვირთვის შემთხვევაშ)


კლასის დამრიგებელი







კლასკომპლექტით სწავლება
მასწავლებლები
არაქართულენოვან
სკოლებში (ქართული ენა
და ლიტერატურა,
საქართველოს ისტორია
და საქართველოს
გეოგრაფია)


სადამრიგებლო დანამატი მოსწავლეთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში
0.1
0.1
0.25
30,5
30,5
76,25



საბაზო ხელფასი=ბაკალავრიატი=1თვე
305




მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                        თამარ სანიკიძე

მშობლებთან კომუნიკაციისათვის
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისთვის, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას. ამ შემთხვევაში, მისი როლი შეუცვლელია. მასწავლებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლას და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა..
მშობლის აქტიურობა თქვენს სამუშაოსაც საგრძნობლად შეამსუბუქებს. აუხსენით მას, რას გეგმავთ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, მშობელთან მუშაობა თქვენგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე გყავდეთ, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
მშობელთან ურთიერთობისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენება შეიძლება: წერილობითი ფორმით დაწყებული და ელექტრონული ფოსტით დასრულებული _ გააჩნია, ვისთვის რა უფრო მოსახერხებელიამშობელი სისტემატურად უნდა იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ მოსწავლის უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. პედაგოგი ამ ინფორმაციას წერილობითი ფორმით მიაწვდის მშობელს, ტელეფონით აცნობებს თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნის, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. მშობელთან მიმოწერა ყველაზე მოსახერხებებლი საკომუნიკაციო საშუალებაა. თქვენი წერილი ერთგვარი სავიზიტო ბარათია და ასეთი მიმოწერის წყალობით შეიძლება თქვენსა და მშობელს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ იქნება იგი შედგენილი, რამდენად საინტერესო ინფორმაციის შემცველი აღმოჩნდება. სასურველია, წერილი დადებითად იწყებოდეს. ყველა ადამიანს და მით უმეტეს, ყველა ბავშვს დადებითი მხარე აქვს, რომელსაც თქვენ, როგორც პედაგოგი, სხვებზე უკეთ ამჩნევთ. წარმოაჩინეთ მოზარდის ეს მხარე და ხაზი გაუსვით მის ინდივიდუალობას. შვილის შექება მშობლისთვის გაკეთებული საუკეთესო კომპლიმენტია. დადებითი ტონით დაწყებული წერილი იმის გარანტიას იძლევა, რომ მშობელი მას ბოლომდე წაიკითხავს, გიპასუხებთ და თქვენს მიმართ კეთილად განეწყობა. შეეცადეთ, გამოიწვიოთ იგი, რათა წერილობითვე გიპასუხოთ. სასურველია, მას შეკითხვები დაუსვათ და მიღებულ ინფორმაციაზე კომენტარიც სთხოვოთ. ეს იმ კომუნიკაციის დასაწყისი იქნება, რომლის წარმატებაც თქვენს პროფესიონალიზმზე დამოკიდებული აღმოჩნდება.
წესი, რომელიც დაგეხმარებათ მშობლისთვის განკუთვნილი წერილის პროფესიონალურად ფორმულირებაში:
1. წერილის დასაწყისში მიმართეთ მშობელს პერსონალურად "ქალბატონო.../ბატონო.." თუ მშობელს ახლოს იცნობთ და ასეთი მიმართვა მასში უხერხულობას გამოიწვევს, შეგიძლიათ არაოფიცილური მიმართვაც შეარჩიოთ, მთავარია, მიმართვა პირადად მშობელზე იყოს გათვლილი
2. თქვენი წერილი აუცილებლად უნდა იყოს სტრუქტურიზებული და მშობლისთვის გასაგებად დაწერილი. თუ წერილს ხელით წერთ, თქვენი ხელწერა მშობლისათვის ადვილად წასაკითხი უნდა იყოს.
3. წერილის სიდიდე შეზღუდეთ და ეცადეთ, არ აღემატებოდეს ერთ გვერდს.
მიმოწერის გარდადიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთან პირისპირ საუბარსაც. იმისათვის, რომ დროის უმიზნოდ ხარჯვა და ზედმეტი სტრესი თავიდან აიცილოთ, მას წინასწარ აცნობეთ, როდის არის შესაძლებელი თქვენთან შეხვედრა და საუბარი. ეს სტრატეგია საშუალებას მოგცემთ, მომზადებული შეხვდეთ მშობელს და რაციონალურად განკარგოთ დრო. მშობელთან საუბრისას იმავე ხერხის გამოყენებაა რეკომენდებული, რაც მიმოწერისასთქვენი საუბარი მოსწავლისდადებითი მხარეების წარმოჩნით უნდა იწყებოდეს, რასაც შეიძლება სხვადასხვა სახის პრობლემების განხილვა მოჰყვეს.მშობელთან ურთიერთობის დროს "თანასწორობის პრინციპი" გამოიყენეთ _ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა განათლების, სოციალური ფენის, ეროვნების ადამიანია თქვენს წინაშემშობლის პატივისცემასა და ნდობას აუცილებლად დაიმსახურებთთუ მასთან საუბარს თავაზიანი ფორმით წარმართავთ და ის თქვენში კეთილმოსურნე პედაგოგს დაინახავს, რომელსაც მისი შვილისთვის მხოლოდ სიკეთე უნდამიეცით მშობელს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ამ დროს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ მოსწავლის ოჯახური გარემოს შესახებ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მასთან ინდივიდუალური მუშაობის დროს.
ხშირად მშობელი მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდის სკოლაში და შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ასეთი სპონტანური ვიზიტი თქვენთვის ძალიან მოუხერხებელიაამიტომ სასურველია, სასწავლო წლის დასაწყისშივე აუხსნათ მშობლებს, რომ გსურთმომზადებული და მობილიზებული შეხვდეთ მათ მშვიდ გარემოში, მიაწოდოთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაშირჩევებიცსკოლაში მშობლის მოულოდნელი ვიზიტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იყოს დასაშვები.
მშობელთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მოსახერხებელი ფორმა სატელეფონო საუბარია. თუმცა მან მიმოწერის ადგილი არ უნდა დაიკავოს: სიტყვიერად ნათქვამი მალე გვავიწყდება, ფურცელზე დაწერილი კი რჩება და დავიწყების ან ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, მისი გადაკითხვა შეიძლება. სატელეფონო საუბარს განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც მშობელი წერილობით შეტყობინებას არ პასუხობს, ან გარკვეული გარემოების გამო სკოლაში მისი სასწრაფოდ მოსვლაა საჭირო და ..
მშობელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მშობელთა კრება გახლავთ. ამ დროს საუკეთესო საშუალება გეძლევათ, შეხვდეთ მშობლებს, მათთან დისკუსია გამართოთ, საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ და თავადაც მიიღოთ იგი.სრულყოფილი კომუნიკაციისთვის აუცილებელია, რომ თითოეული მშობლის სახელი იცოდეთ. მშობელთა კრებაზე მოერიდეთ რომელიმე მოსწავლის გადამეტებულ ქებას ან პირიქით, საყვედურების თქმას ვინმეს მისამართით. მიეცით მშობლებს იმის საშუალება, რომ თქვენში მიუკერძოებელი პედაგოგი დაინახონ, რომელსაც ყველა მოსწავლე ერთანირად უყვარს და თითოეულის წარმატება თანაბრად სურს. ამით მათ პატივისცემას სამართლიანად დაიმსახურებთ.
მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია. კრებაზე შეგიძლიათ მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შეატყობინოთ, რომლესაც უახლოეს მომავალში გეგმავთ და სთხოვოთ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს, თქვენ კი სამუშაოს შეგიმსუბუქებთ.
მშობელთა კრებისთვის ყველა პედაგოგი ინდივიდუალურ დღის წესრიგს ამზადებს და მშობლებთან სხვადასხვა საკითხის განხილვას აპირებს. მიეცით მათ იმის საშუალება, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. დისკუსიის მიზანი აუცილებლად კონსენსუსის მიღწევა ან საკუთარი სიმართლის მტკიცება კი არ არის, არამედ ჭეშმარიტების ერთობლივად ძიება. ამ დროს თქვენი, როგორც მოდერატორის, როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
6 რჩევა დისკუსიის წარმატებით გასაძღოლად:
1. იყავით ნეიტრალური, არ დაიცვათ ვინმეს პოზიცია ცალსახად;
2. ყველა მშობელს მიეცით საშუალება, საუბარში ჩაებას;
3. დააწესეთ რეგლამენტი;
4. არ გადაუხვიოთ თემას;
5. მშობლებს აგრძნობინეთ, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია;
6. შეჯამეთ დისკუსიის შედეგები და დაასრულეთ დადებითი განწყობით.
და ბოლოს, მშობელთა კრების დასასრულს სთხოვეთ მშობლებს, რომ წერილობით მოგაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მარტივი კითხვარი, ან ცარიელი ფურცლები ჩამოარიგოთ, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მოგაწოდონ. თუ კითხვარის მომზადებას გადაწვეტთ (მათ თვალში ეს თქვენს კომპეტენციას უფრო აამაღლებს), სასურველია, იგი მსგავსი ტიპის კითხვებს შეიცავდეს: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ კრებაზე, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და .. გამოკითხვა აუცილებლად ანონიმური უნდა იყოს. მათი პასუხები დაგეხმარებათ, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისათვის საინტერესო იყოს.

მშობლებთან კეთილგანწყობილი კომუნიკაციის შესახებ იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო "სასწავლო და პროფესიული გარემო" გვ. 129-137

ეროვნული სასწავლო გეგმა (ქართული ენა და ლიტერატურა)

Комментариев нет:

Отправить комментарий