თანდებულ-ზმნისართები: გარდა, უკან, შემდეგ, გამო, წინაშე, წინ, შესახებ და სხვა 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელების სანმოკვეცილ ფორმებს უნდა დაერთოს. სწორია: ჩემ შესახებ ( და არა: ჩემს შესახებ)
სანის გარეშე იხმარება 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელთან შერწყმული თანდებულებიც.
სანის გარეშე იხმარება 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელთან შერწყმული თანდებულებიც.
სწორია: ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ ( და არა: ჩემსკენ, შენსკენ, თქვენსკენ).
უსანო ფორმებია საჭირო შორის და შუა თანდებულებთანაც.სწორია: ჩვენ შორის, თქვენ შუა ( და არა: ჩვენს შორის, თქვენს შუა).
სახელის მიცემით ბრუნვას შეერთებული ( ს მოკვეცილი) თანდებულიანი ფორმები გაკომპოზიტებულია და ერთად იწერება. სწორია: ჭერქვეშ, ფეხქვეშ, თავქვეშ ( და არა: ჭერ-ქვეშ, ფეხ-ქვეშ, თავ-ქვეშ ).
Комментариев нет:
Отправить комментарий