понедельник, 30 сентября 2013 г.
понедельник, 16 сентября 2013 г.
როგორ ვწეროთ ესე
პრაქტიკული რჩევები
მოსწავლეებისათვის
ნებისმიერი
ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
I.შესავალი
იმისათვის,
რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე
მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე
გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით
ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხველისათვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი
სიტუაციის (ფაქტი; ამბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
среда, 11 сентября 2013 г.
ზმნისწინთა უმართებულო ხმარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვიცოდეთ:
აღ- ზმნისწინიან ფორმებში პირველი პირის სუბიექტური ნიშანი ვ ზმნისწინის შემდეგ იწერება ( აღ-ვ-ნიშნე, აღ-ვ-წერე) . არასწორია: ავღნიშნე, ავღწერე.
გამონაკლისია ზმნები: ვაღიარებ, ავღორძინდი. აქ ღ ფუძესთანაა შეზრდილი.
უმართებულოა ვარდგენ, ვურდგენ და მისთ. ფორმები, სადაც წარ- ზმნისწინის რ ფუძისეულ ელემენტადაა გაგებული. მართებული ფორმებია: ვადგენ, ადგენ, ადგენს, ვუდგენ.

вторник, 10 сентября 2013 г.
შეიქმნა და შეიქნა
შეიქმნა და შეიქნა ზმნები ახლოს დგანან ერთმანეთთან ფუძითაც და მნიშვნელობითაც. შეიქნა მიღებულია შეიქმნასაგან მ ბგერის დაკარგვის შედეგად.
შეიქმნა ნიშნავს: გააკეთა, ააშენა, ააგო..., ხოლო შეიქნა - გახდა, გადაიქცა...
მაგალითები: შეიქმნა კომისია, შეიქმნა ორგანიზაცია...
შეიქნა ხმაური, შეიქნა გაუგებრობა...
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
შეიქმნა ნიშნავს: გააკეთა, ააშენა, ააგო..., ხოლო შეიქნა - გახდა, გადაიქცა...
მაგალითები: შეიქმნა კომისია, შეიქმნა ორგანიზაცია...
შეიქნა ხმაური, შეიქნა გაუგებრობა...
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
სწორად თუ სწორედ?
სწორად და სწორედ ზმნიზედებს საერთო ფუძე აქვთ და შინაარსითაც ახლოს დგანან, მაგრამ პირველს უფრო მრავალფეროვანი მნიშვნელობა აქვს ( პირდაპირ, მართებულად, გაუმრუდებლად, თანაბრად და სხვა...), მეორე კი შედარებით ვიწრო მნიშვნელობით გამოიყენება (ნამდვილად, მართლაც, ზუსტად...).
მაგალითები: ბავშვმა სწორად გაავლო საზღვარი და დაელოდა ბურთის ჩაწოდებას.
სწორედ ახლა ვაპირებდი სურათების გადაღებას.
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
მაგალითები: ბავშვმა სწორად გაავლო საზღვარი და დაელოდა ბურთის ჩაწოდებას.
სწორედ ახლა ვაპირებდი სურათების გადაღებას.
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
აღქმა თუ აღთქმა?
აღქმა ნიშნავს სიტყვის მიცემას, პირობის დადებას, დაპირებას; აღთქმა კი ფსიქოლოგიური ტერმინია და სინამდვილის ასახვის( ფაქტების, მოვლენების, საგნების) ასახვის პროცესს აღნიშნავს.
შეცდომაა: ვერ აღვითქვი ეს სილამაზე,
ან მან აღქმა მისცა, რომ გამოსწორდებოდა.
სწორია: ვერ აღვიქვი ეს სილამაზე,
ან მან აღთქმა მისცა, რომ გამოსწორდებოდა.
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
შეცდომაა: ვერ აღვითქვი ეს სილამაზე,
ან მან აღქმა მისცა, რომ გამოსწორდებოდა.
სწორია: ვერ აღვიქვი ეს სილამაზე,
ან მან აღთქმა მისცა, რომ გამოსწორდებოდა.
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
воскресенье, 8 сентября 2013 г.
ჩემ შესახებ თუ ჩემს შესახებ?
თანდებულ-ზმნისართები: გარდა, უკან, შემდეგ, გამო, წინაშე, წინ, შესახებ და სხვა 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელების სანმოკვეცილ ფორმებს უნდა დაერთოს. სწორია: ჩემ შესახებ ( და არა: ჩემს შესახებ)
სანის გარეშე იხმარება 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელთან შერწყმული თანდებულებიც.
სანის გარეშე იხმარება 1-ლი და მე-2 პირის ნაცვალსახელთან შერწყმული თანდებულებიც.
სწორია: ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ ( და არა: ჩემსკენ, შენსკენ, თქვენსკენ).
უსანო ფორმებია საჭირო შორის და შუა თანდებულებთანაც.სწორია: ჩვენ შორის, თქვენ შუა ( და არა: ჩვენს შორის, თქვენს შუა).
სახელის მიცემით ბრუნვას შეერთებული ( ს მოკვეცილი) თანდებულიანი ფორმები გაკომპოზიტებულია და ერთად იწერება. სწორია: ჭერქვეშ, ფეხქვეშ, თავქვეშ ( და არა: ჭერ-ქვეშ, ფეხ-ქვეშ, თავ-ქვეშ ).
დამზადებულია ხისგან თუ ხიდან?
თანდებული -გან დაერთვის როგორც ნათესაობით, ასევე მოქმედებთ ბრუნვაში დასმულ სახელებს, მაგრამ მათ შორის განსხვავება. -გან თანდებული იხმარება ნათესაობითი ბრუნვის ფორმასთან, როცა გვინდა აღვნიშნოთ მასალა ან მოქმედების წყარო, ანდა მიზეზი ( კითხვები: ვისგან? რისგან? და არა: საიდან? ან რა დროიდნ?). სწორია: წერილი მივიღე დედისგან ან დედისაგან ( და არა: დედიდან); მაგიდა დამზადებულია ხისგან ან ხისაგან (და არა: ხიდან).
ბატონ ივანეს თუ ბატონი ივანეს?
საზოგადო სახელები " ბატონი" და " ქალბატონი" საკუთარ სახელებთან ბრუნებისას ინარჩუნებენ -ი ნიშანს ნათესაობითსა და მოქმედებითში. სწორია: ბატონ-ი ივანეს წიგნი.
საკუთარი სახელები
ადამიანის საკუთარი სახელი არც იკუმშება, არც იკვეცება. არ აქვს მრავლობითი რიცხვი და წოდებით ბრუნვაში ფუძის სახთ არის წარმოდგენილი.
ადამიანთა სახელებს წოდებითში ნიშანი არ უნდა ( გურამ! ეკა! ).
გეოგრაფიული სახელები და ცხოველთა საკუთარი სახელები, რომლებიც თანხმოვანზე ბოლოვდება, გადმოიცემა -ო ბრუნვის ნიშნით (თბილის-ო, კავკასიონ-ო).
გეოგრაფიული სახელები და ცხოველთა საკუთარი სახელები, რომლებიც ხმოვანზე ბოლოვდება, გადმოიცემა ბრუნვის ნიშნით ან მის გარეშე ( სამტრედიავ// სამტრედია, მურა//მურავ )

ფუძის კუმშვა
კუმშვად სახელებს ფუძე ეკუმშებათ მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში და ებ-იანი მრავლობითის ყველა ბრუნვაში.
სახელი " ამბავი" შეკუმშვისას ა ხმოვანთან ერთად კარგავს ვ თანხმოვანსაც და გვექნება ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად ( და არა: ამბავ-ის, ამბავ-ით, ამბავ-ად).
ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი საზოგადო არსებითი სახელები უკუმშველია ( კარი, ბერი, ფერი, ქარი), მაგრამ თუ ამგვარი სახელები კომპოზიტების მეორე ნაწილად მოგვევლინებიან, მაშინ შეიკუმშებიან ( ჭიშკრის, დედაბრის)

Подписаться на:
Сообщения (Atom)