воскресенье, 27 октября 2013 г.
понедельник, 30 сентября 2013 г.
понедельник, 16 сентября 2013 г.
როგორ ვწეროთ ესე
პრაქტიკული რჩევები
მოსწავლეებისათვის
ნებისმიერი
ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
I.შესავალი
იმისათვის,
რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე
მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე
გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით
ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხველისათვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი
სიტუაციის (ფაქტი; ამბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
среда, 11 сентября 2013 г.
ზმნისწინთა უმართებულო ხმარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვიცოდეთ:
აღ- ზმნისწინიან ფორმებში პირველი პირის სუბიექტური ნიშანი ვ ზმნისწინის შემდეგ იწერება ( აღ-ვ-ნიშნე, აღ-ვ-წერე) . არასწორია: ავღნიშნე, ავღწერე.
გამონაკლისია ზმნები: ვაღიარებ, ავღორძინდი. აქ ღ ფუძესთანაა შეზრდილი.
უმართებულოა ვარდგენ, ვურდგენ და მისთ. ფორმები, სადაც წარ- ზმნისწინის რ ფუძისეულ ელემენტადაა გაგებული. მართებული ფორმებია: ვადგენ, ადგენ, ადგენს, ვუდგენ.

вторник, 10 сентября 2013 г.
შეიქმნა და შეიქნა
შეიქმნა და შეიქნა ზმნები ახლოს დგანან ერთმანეთთან ფუძითაც და მნიშვნელობითაც. შეიქნა მიღებულია შეიქმნასაგან მ ბგერის დაკარგვის შედეგად.
შეიქმნა ნიშნავს: გააკეთა, ააშენა, ააგო..., ხოლო შეიქნა - გახდა, გადაიქცა...
მაგალითები: შეიქმნა კომისია, შეიქმნა ორგანიზაცია...
შეიქნა ხმაური, შეიქნა გაუგებრობა...
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
შეიქმნა ნიშნავს: გააკეთა, ააშენა, ააგო..., ხოლო შეიქნა - გახდა, გადაიქცა...
მაგალითები: შეიქმნა კომისია, შეიქმნა ორგანიზაცია...
შეიქნა ხმაური, შეიქნა გაუგებრობა...
აღნიშნული სიტყვები პარონიმებია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)